თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

18:32, 29.05.2025

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიხსნა. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში, 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე ათასობით წიგნის მოყვარულს უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზება, საგამომცემლო სექტორის გაძლიერება და რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებაა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კონკურსები, ავტორებთან შეხვედრები, ლიტერატურული დისკუსიები და სხვა აქტივობები. მოწყობილი იქნება სპეციალური საბავშვო ზონაც. ლიტერატურული ღონისძიება 1997 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.

მსგავსი