„თბილისის წიგნის დღეები“

18:32, 15.11.2025
„ექსპო ჯორჯია“ თბილისის წიგნის დღეებს მასპინძლობს. ფესტივალზე 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზიაა წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ტრადიციულად, წიგნის დღეები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სტუმრებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას აერთიანებს. ფესტივალის მთავარი მიზანი კი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. „წიგნის დღეები 2025 ” ხვალ დასრულდება.

მსგავსი