თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი წელს ფიზიკური სახით დაბრუნდა. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი 24-27 ივნისს, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში უმასპინძლებს. სხვადასხვა გამომცემლობა, ახალი და ძველი წიგნები, შეხვედრები მწერლებთან – როგორც ყოველთვის, ფესტივალი წელსაც გამორჩეულ და საინტერესო დღეებს გვპირდება. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, წელსაც შეეძლება მოსახლეობას სასურველი წიგნების ონლაინ შეძენა.

ახალი დღე