თბილისის ვოკალისტთა V საერთაშორისო კონკურსი

15:29, 08.11.2026

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სარკეებიან დარბაზში, OPERA CROWN – თბილისის ვოკალისტთა მეხუთე საერთაშორისო კონკურსთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. წელს კონკურსში მსოფლიოს 24 სხვადასხვა ქვეყნიდან 55 ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობს. წელს პირველად OPERA CROWN – ის კონკურსის ახალგაზრდა მომღერლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესარჩევი მოსმენებში მონაწილეობა მიეღოთ როგორც ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, ისე სამ დიდ საოპერო თეატრებში: ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა, პრაღის ნაციონალური ოპერა, უნგრეთის სახელმწიფო ოპერა. ტურები 9, 10 და 11 ნოემბერს ჩატარდება. დასკვნითი ტური და ლაურეატების დაჯილდოება კი 13 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი