თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი
მუსიკოსები 24 ქვეყნიდან – საქართველოში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი კიდევ ერთხელ ჩატარდება.
შესარჩევი ტურების გავლის შემდეგ თბილისში 55 კონკურსანტი იმყოფება, რომლებსაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს და საუკეთესო სამეულს გამოავლენს. ჟიურიში ოპერის თეატრების დირექტორები არიან, ხელმძღვანელი ოპერის თეატრის დირექტორი და ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებელი, ბადრი მაისურაძე.
„ოპერა ქრაუნი“ წარმოადგენს პლატფორმას დამწყები საოპერო მომღერლებისთვის, საკუთარ შესაძლებლობები გამოსცადონ და პროფესიონალი ჟიურის შეფასებები მიიღონ.
რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსის შემაჯამებელი გალა-კონცერტი 15 ნოემბერს გაიმართება.