„თბილისის ურბანული ტყე“
ექვსი წლის წინ დაწყებული მასშტაბური და ქალაქის ფილტვებად წოდებული პროექტი ფინალურ ეტაპზეა.
მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტს სახელწოდებით „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქის მერია ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს. კვლევების ჩატარების შემდეგ დაირგო ასეულ ათასობით ნერგი, გამწვანდა საკმაოდ მოცულობითი ტერიტორია, ჩატარდა მთაწმინდისა და კუს ტბის მიმდებარე ტყის საფარის აღდგენის სამუშაოები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი პუნქტები, განთავსდა საინფორმაციო დაფები, დამონტაჟდა ჭაბურღილები და სარწყავი სისტემა.
მაკა არჩევნიშვილი პროექტის შესახებ, რომელიც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.