ავარიული სახლების პროგრამა გაფართოვდება. ეს გეგმა ნაწილია თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის, რომლის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა დღეს საკუთარ გუნდთან ერთად წარადგინა. ოთხწლიანი გეგმა მოიცავს ახალ შეთავაზებას ისტორიულ უბნებში მცხოვრები ოჯახებისთვის, ქალაქის მასშტაბით ავარიული და ძველი ლიფტების აღდგენას და გასხვისებული რეკრეაციული სივრცეების გამოსყიდვას. დაანონსდა ახალი ავტობუსების შემოყვანა, ორი მეტროსადგურის დამატება და ორი საბაგიროს ამოქმედება. პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, საცობების განტვირთვის გეგმასაც.