თბილისის უარი საუკუპაციო რეჟიმების ულტიმატუმზე

21:10, 05.07.2018

ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმების მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.

აფხაზეთის არაღიარებული ხელისუფლების მწვავე პროტესტის მიუხედავად, გალის შეხვედრების დღის წესრიგში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი მაინც დარჩება.

არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვის და თვითაღიარებული მთავრობების ულტიმატუმის პასუხად მმართველმა გუნდმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაც დაგეგმოს.

აფხაზეთის და ცხინვალის დეფაქტო რეჟიმების გაღიზიანების მიზეზი, მთავრობის მიერ დამტკიცებული “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” 33-კაციანი სიაა. სიაში მოხვედრილებს კი შესაძლოა, მკაცრი საერთაშორისო სანქციები დაუწესდეთ.

საოკუპაციო რეჟიმები საპასუხო ზომებით იმუქრებიან, მინიშნება ჟენევის მოლაპარაკებების დატოვებაზეც კეთდება.

მსგავსი