თბილისის ტრამვაის პროექტირება-მშენებლობის ტენდერი დასრულდა

21:40, 15.07.2026

დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზს და დეპოს თურქული კომპანია ააშენებს.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კონსორციუმია, რომელიც სამ კომპანიას აერთიანებს. აქედან წამყვანი ემრე-რეია, რომელსაც მეტროსა და ტრამვაის ხაზების მშენებლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თბილისის ახალი ტრამვაის პროექტი 7,5 კილომეტრიანი ორლიანდაგიანი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. ის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების გადაკვეთასთან დაიწყება და მეტროსადგურ დიდუბესთან დასრულდება. ტენდერის მონაწილეებს შორის ყველაზე დაბალი ფასი სწორედ თურქულმა კომპანიამ წარადგინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამ ეტაპიანი პროცესი 36 თვეში უნდა დასრულდეს.

კონკრეტულად რა ევალება თურქულ კონსორციუმს  და როდის დაუბრუნდება თბილისს ტრამვაი – მაკა არჩევნიშვილი გიამბობთ.

მსგავსი