თბილისის თეატრალური ფესტივალი

21:54, 25.07.2025

მზადება ტრადიციად ქცეული კულტურული მოვლენისთვის.

საქართველო სექტემბერში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა პირველ ეტაპზე ქართული სპექტაკლების წარმოდგენას მოიცავს, რის შემდეგაც საფესტივალო დღეები საერთაშორისო პროგრამით გაგრძელდება. მათ შორის წარმოდგენილი იქნება თეატრალური დადგმები ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან და ლატვიიდან. 2009 წელს დაფუძნებული ფესტივალის მიზანი საერთაშორისო კულტურულ მოვლენებში საქართველოს ინტეგრირება და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების ნამუშევრების პოპულარიზაციაა.

მსგავსი