თბილისის თეატრალური ფესტივალი

თეატრის სცენაზე გადატანილი მძიმე ემოციები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.

თბილისის თეატრალურ ფესტივალს ომის თემატიკაზე შექმნილი სპექტაკლი გახსნის, რომელიც უკრაინელმა ხელოვანებმა დადგეს. უკრაინული მუსიკალურ-თეატრალური დადგმის გარდა საერთაშორისო საფესტივალო პროგრამა კიდევ ოთხი ქვეყნის სპექტაკლებს მოიცავს. რიგით მე-14-ე ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლებთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამები. წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა ადამიანია. 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე თანამედროვე თეატრალური საზოგადოების   შეკრების ადგილი საქართველოს დედაქალაქი იქნება.