თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა

12:26, 20.10.2026

თბილისის შემოვლითი გზის წიწამური–ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წიწამური–ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. თბილისის შემოვლითი გზის პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება და თბილისის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვა. თბილისის შემოვლითი გზა ნატახტრის/წიწამურის მიმართულებიდან რუსთავამდე დაახლოებით 49 კილომეტრზეა დაგეგმილი. პროექტი რამდენიმე სამშენებლო მონაკვეთს მოიცავს. წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო მე-3, მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი