თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება

თბილისის საზაფხულო ბაღებში, აღსაზრდელების რეგისტრაცია 24 მაისიდან დაიწყება. რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება. საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს. საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს. თბილისში საზაფხულო ბაღები 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას, ის  ივნისის დასაწყისში დაიწყება.