პირველკლასელების რეგისტრაცია

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველ დღეს პრეტენზიების გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია.

მშობლების ნაწილმა სასურველ სკოლებში შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხა. ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში თავისუფალი ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში შეივსო.

ქვეყნის მასშტაბით წელს პირველკლასელებისთვის იმაზე ბევრად მეტი ადგილი იყო გათვალისწინებული, ვიდრე მისაღები ბავშვების რაოდენობა, თუმცა რამდენიმე ქალაქში პრობლემა მაინც შეიქმნა.