პირველკლასელთა რეგისტრაცია

დღეს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. პროცესი  8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის შედეგად, საჯარო სკოლებში უკვე 16 ათასამდე პირველკლასელია რეგისტრირებული. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სკოლაში ყველა თავისუფალი ადგილი პირველი წუთის განმავლობაში შეივსო. რაც შეეხებათ ბავშვებს, რომლებიც სასურველ სკოლაში ვერ დარეგისტრირდნენ, როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აცხადებენ, ისინი მშობლებმა ახლომდებარე სკოლაში უნდა დაარეგისტრირონ, მომდევნო ეტაპზე კი შესაძლებელია, იმ სკოლაში გადაიყვანონ, სადაც თავდაპირველად სურდათ.