თბილისის სატრანსპორტო კომპანია დღეიდან პარკირებას ოფიციალურად გადაიბარებს - იცვლება თუ არა რაიმე ჯარიმების სისტემაში

პარკირებას დედაქალაქში დღეიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოფიციალურად გადაიბარებს. მერის განცხადებით, სატრანსპორტო სამსახური სრულად მობილიზებულია, რომ პრობლემები არ შეიქმნას. ამოქმედებულია ახალი ვებ გვერდიც, სადაც პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. საკითხთან დაკავშირებით, განცხადებები დღეს მთავრობის სხდომაზეც გაკეთდა.

ანა ბროლაძე გვერთვება – კომპანიის შეცვლის გარდა, იცვლება თუ არა რაიმე კონკრეტულად ჯარიმების სისტემაში?