თბილისის სატელევიზიო ანძის განვითარების პროექტი
დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა უახლოეს მომავალში ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
თბილისის სატელევიზიო ანძის ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნის პროცესი იწყება. პროექტის ფარგლებში ანძის ქვედა ნაწილში ვიზიტორთა ცენტრი, 70 მეტრის სიმაღლეზე კი პანორამული რესტორანი მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ სატელევიზიო ანძა ტურისტებისთვის მიზიდულობის ახალი ცენტრი უნდა გახდეს.
პროექტის განხორციელებისთვის 4 მილიონამდე დოლარი უნდა დაიხარჯოს.