თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ანგარიში
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ, 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ვრცელი ადგილი, საკრებულოს წევრის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო. ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.