თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს ცესკო რეგისტრაციაში დღეს გაატარებს

15:20, 06.11.2017

თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს ცესკო დღეს რეგისტრაციაში გაატარებს და მათ შესაბამის მოწმობებს გადასცემს.

დღესვე იწურება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა რეგისტრაციაში გატარებისა და მათთვის შესაბამისი მოწმობების გადაცემის ვადაც.

საკრებულოს წევრებს რეგისტრაციაში შესაბამისი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს. აღნიშნული საკითხი საარჩევნო კოდექსის მიხედვით არის დარეგულირებული.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევს.

მსგავსი