თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მოსახლეობასთან   შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი ტყემალაძე  ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის,  ლილოს და ალექსეევკის მცხოვრებლებს შეხვდა.

სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ადგილობრივებს 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო და იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლებიც მომავალ წელს რაიონში განხორციელდება.