თბილისის საკრებულოს სხდომა

18:27, 18.10.2019

ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურება და მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, – ეს საკითხები გახდა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ამ მიმართულებით მერიის მუშაობა გააკრიტიკა. საპასუხოდ ლევან ზარქუამ მას „მასხარა“ უწოდა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მსგავსი