თბილისის საკრებულოს სხდომა

პარკირება, ტაქსები და ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ დაწყებული მშენებლობა, – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დააყენეს.

პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მიწისზედა 4 სართულიანი პარკინგის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილმა დეპუტატებს პასუხის გაცემა მოსთხოვა.

უმრავლესობის წევრებმა ხაბეიშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ  ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი შენდება, რაშიც ინვესტორი 17 მილიონ ლარს ჩადებს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სულ 53 საკითხი განიხილება, მათ შორის სატრანსპორტო, საფინანსო და სოციალური მიმართულებები.