თბილისის საკრებულოს სხდომა 

18:43, 29.05.2026

თბილისის ბიუჯეტი 45 მილიონ 23 ათასი ლარით გაიზარდა და ჯამში, ორი მილიარდ 636 მილიონ 851 ათასი ლარი შეადგინა. გაზრდილი ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი, თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება, გარკვეული თანხა კი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისთვის გამოიყოფა. მიმდინარე წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე თბილისის საკრებულომ დღეს იმსჯელა.

მსგავსი