თბილისის საკრებულოს სხდომა
დედაქალაქის ბიუჯეტი 209 მილიონი ლარით იზრდება – თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი ბიუჯეტი საკრებულოს 2025 წლის პირველ სხდომაზე დაამტკიცეს.
მიმდინარე წელს თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ავარიული შენობების რეაბილიტაციას და სოციალურ დაცვას უნდა მოხმარდეს. სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც თბილისში რეგისტრირებული 100 წელს მიღწეული მოქალაქისთვის ფულადი დახმარება 1000-ის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა. თბილისის საკრებულომ ასევე დაამტკიცა განაშენიანების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილელები, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, ქალაქის ურბანული განვითარების პროცესის უკეთესად დაგეგმვასა და განხორციელებას უწყობს ხელს.
სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.