თბილისის საკრებულოს სხდომა

სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე გააკეთეს განცხადება და კახა კალაძე ივლიანე წულაის კომპანია „არქი ჯგუფის“ ლობირებაში დაადაანაშაულეს . არგუმენტად კი კომპანიის მიერ რამდენიმე მისამართზე წარმოებული უნებართვო მშენებლობა დასახელდა.

ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს საკრებულოს უმრავლესობაში. დეპუტატების განცხადებით მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე გამოავლინა და შეაჩერა თბილისში მიმდინარე 100 უკანონო მშნებლობა. მათ შორის საკრებულოს სხდომაზე ხსენებული „არქი ჯგუფის“ პროექტები.