თბილისის საკრებულოს სხდომა

ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

დაამტკიცებენ თუ არა მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, აღნიშნული დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს, მათივე მტკიცებით, პროექტით „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები არიან დაინტერესებული. საკითხის განხილვა მოითხოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა. გიორგი ტყემალაძის თქმით, გეგმის დამტკიცებამდე მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული აუცილებელი პირობები, მათ შორის აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის გაკეთება.

ხმაური მოჰყვა ასევე „გირჩის“ წევრის მხრიდან მმართველი გუნდის პოზიციის კრიტიკას დასავლეთთან და რუსეთთან მიმართებაში