თბილისის საკრებულოს სხდომა

დედაქალაქის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი გეგმავს მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას ოჯახისათვის 2016-17 წელს მიწის ლეგალიზების დოკუმენტაციის შეწავლა. ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 7 ათასი ლარის ღირებულების ქონება ზარქუას ოჯახის წევრს უფასოდ გადაეცა, მოგვიანებით კი მათ შეიძინეს კიდევ 189 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც საინვესტიციო ვალდებულებით იყო დატვირთული. მფლობელმა ეს ვალდებულება არ შეასრულა და მოგვიანებით ქონება გაყიდა კიდეც. ეს საკითხი უმცირესობამ საკრებულოს სხდომაზეც დააყენა.

ბრალდებებს პსუხობს ირაკლი ზარქუა, რომელიც აცხადებს, რომ მის ოჯახს თანხა აქვს გადახდილი აღნიშნულ ქონებაში და რაიმე ტიპის პრივილეგიით არ უსარგებლია.

განცხადებების გაკეთების შემდეგ ფრაქცვია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, მიზეზი სხდომაზე ილია ჯიშკარიანის დასწრება იყო, რომელსაც ბრალი ქალის მიმართ ძალადობაში ედება.

დატოვე კომენტარი