თბილისის საკრებულოს პროექტი - „კინო ყველგან“

თბილისში პროექტი სახელწოდებით – „კინო ყველგან“ დაიწყო. მიზანი ღია კინოჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა და დედაქალაქის ყველა უბანში კულტურული ცხოვრებისთვის ხელშეწყობაა.

პირველი ჩვენება გლდანის რაიონში მდებარე სკვერში ლევან კოღუაშვილის ფილმით – „შემთხვევითი პაემნები“ გაიმართა. პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება.