თბილისის საკრებულოს მერვე მოწვევის პირველი სხდომა

12:28, 30.10.2025

თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იმართება. პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი გახსნის. რის შემდეგაც, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი გაუძღვება. დღესვე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მოადგილეებს დაასახელებს. აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეებსაც. 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, დედაქალაქის საკრებულოში წარმომადგენელი ოთხ პარტიას ჰყავს – „ქართულ ოცნებას“ – 45 მანდატი აქვს, ორ-ორი „ლელოს“ და „გირჩს“, ერთი – „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

მაკა არჩევნიშვილის ჩართვა #მოამბე

მსგავსი