თბილისის საკრებულოს ინიციატივა

თბილისის საკრებულო, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების რევოლუციის მოედანს” პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

აღნიშნულ ინიციატივას ამ წუთებში  თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

მარიამ სეთურიძე გვერთვება დეტალებით – დაიწყო თუ არა უკვე სხდომა და როგორია დეპუტატების პოზიცია?