თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 108 წლისაა

12:03, 08.02.2026

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 108 წლისაა. საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა პირველი ქართული უნივერსიტეტისთვის მზადება დაიწყო. 1917 წლის 12 მაისს კი – პეტრე მელიქიშვილის სახლში უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებლები პირველად შეიკრიბნენ. სწორედ ამ დღეს დაარსდა „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის“ საზოგადოება, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებაში. უნივერსიტეტში სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით პირველი განცხადება პრესაში 1917 წლის დეკემბერში გაჩნდა, საბოლოოდ კი პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. მისი რექტორი, ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი გახდა.

მსგავსი