თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 107 წლისაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 107 წლისაა – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს, ახალი სტილით 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. უნივერსიტეტის დაარსების თარიღთან დაკავშირებით, თსუ-ს რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტის პანთეონში დამფუძნებლების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

11-12 თებერვალს კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.