თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 101 წლისაა

8 თებერვალს კიდევ ერთი ისტორიული დატვირთვა აქვს.

101 წლის წინ, სწორედ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებლის გახსნას წინ უნივერსიტეტის საზოგადოების შექმნა უძღოდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. უნივერსიტეტის ისტორია თავიდან მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტით დაიწყო, ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებლის პირველ რექტორად კი, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია.

წლებთან ერთად იზრდებოდა უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვი და ფაკულტეტების რაოდენობა, ძლიერდებოდა საერთაშორისო კონტაქტებიც.

ამ დროისთვის თსუ შვიდ ფაკულტეტს და 22 000-ზე მეტ სტუდენტს ართიანებს.