თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ახალ საკონცერტო სეზონს აგრძელებს
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ახალ საკონცერტო სეზონს აგრძელებს. 23 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრში, ხოლო 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება უნიკალური ინსტრუმენტების პრეზენტაცია და ორკესტრის გამოსვლები.