თბილისის საერთშორისო აეროპორტში ნისლის გამო სამი რეისი გაუქმდა

სამი რეისი გაუქმდა ნისლის გამო, თბილისის საერთშორისო აეროპორტში. კიდევ 5 რეისი კი, ცუდი ხილვადობის მიზეზით, გადამისამართდა. ინფორმაცია ამის შესახებ “მოამბეს”, აეროპორტში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გადამისამართებულ რეისებს რაც შეეხება, თითოეული ავიაკომპანია თავად გადაწყვეტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რომელ აეროპორტში დაჯდება თვითმფრინავი.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი კიევი-თბილისი და მოსკოვის-თბილისის რეისები დედაქალაქის ნაცვლად, ქუთაისის აეროპორტში დაჯდა. ამ წუთისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს.