თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

15:33, 06.06.2023

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალi მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება. დეტალებზე ორგანიზატორებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ფესტივალი სამი ნაწილისაგან შედგება და საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამებთან ერთად, ვორქშოპებს, ტრენინგებსა და დისკუსიებს მოიცავს. თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 22 სექტემბერს გაიხსნება და 18 ოქტომბერს დაიხურება, თბილისს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები ეწვევიან.

მსგავსი