თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 

რამდენიმე დღით თბილისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლების შეკრების ქალაქად იქცევა.

თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უნდა გაიხსნას. წარმოდგენილი იქნება ექვსი ქვეყნის თანამედროვე თეატრების უახლესი ნამუშევრები, რამდენიმე მათგანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მანამდე არ უჩვენებიათ. საერთაშორისო პროგრამასთან ერთად მომზადდა ქართული პროგრამაც.

საერთაშორისო თეატრალურ  ფესტივალს წელს განსაკუთრებულ დატვირთვას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა შესძენს. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი, რომელშიც ლეგენდარული ინგლისელი მსახიობის, ჩარლი ჩაპლინის ოჯახის წევრები მონაწილეობენ. 13 ივნისიდან 12 ივლისამდე ქართული თეატრალური საზოგადოება არაერთ გამორჩეულ თანამედროვე წარმოდგენას ნახავს.