თბილისის საერთაშორისო თასის გათამაშება პირველ არხზე

თბილისის საერთაშორისო თასის დაწყებამდე კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა.

ტურნირი 12-13 აგვისტოს „თბილისი არენაზე“ გაიმართება და საქართველოს გარდა, იორდანიის, მონტენეგროს და ირანის ნაკრებები ითამაშებენ. ნახევარფინალში ჩვენი ეროვნული გუნდი იორდანიას დაუპირისპირდება, ხოლო მონტენეგრო – ირანს. ტურნირი ჩვენი გუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელი ეტაპია. გუნდთან ერთად ემზადებოდა გოგა ბითაძე, რომელიც ტრავმისგან განიკურნა და დიდი ალბათობით, ხვალ სათამაშოდ მზად იქნება.

თბილისის საერთაშორისო თასზე საქართველოს და იორდანიის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 12 აგვისტოს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.