თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება.

ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სექციაში „ქართული პანორამა“ ორი ჟიური შეაფასებს და ოთხ კატეგორიაში „ოქროს პრომეთეებს“ გასცემს. ფესტივალში მონაწილეობენ დებიუტანტი ავტორებიც, რომლებიც ნამუშევრებს სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სექციაში წარადგენენ.

მაყურებელი სხვადასხვა ევროპულ კინოფესტივალებსა და ოსკარზე წარდგენილ ფილმებს იხილავს. „ოქროს პრომეთეს“ მოსაპოვებლად კი როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფილმები იბრძოლებენ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ოთხ დღეში გაიხსნება.