თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

პირველი დეკემბრიდან თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.

საქართველოს დედაქალაქში ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური კინო ფორუმი 25-თედ გაიმართება. ფესტივალს ქართველი რეჟისორის, პროდიუსერისა და ოპერატორის, ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრული ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“ გახსნის. კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმებია წარდგენილი. სექცია ქართული პანორამა წელს ოთხი კატეგორიის ფილმებს გააერთიანებს. პროგრამაში წარდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი და 15 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე, 6 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ჟიური გასცემს ოთხ „ოქროს პრომეთეს“ თითოეულ კატეგორიაში. ფესტივალი რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება.