თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალს უნგრელი რეჟისორის დრამა გახსნის სახელწოდებით სულისა და სხეულის შესახებ. ფესტივალის პროგრამის შესახებ ორგანიზატორებმა მედიას ინფორმაცია დღეს მიაწოდეს.

თორმეტ საკონკურსო და არასაკონკურსო სექციაში 130-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები. რიგით მეთვრამეტე ფესტივალი ზაზა ხალვაშის ნამუშევრის პრემიერით დაიხურება.