თბილისის საერთაშორისო ფესტივალი

„თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ იწყება.

ორგანიზატორები უკვე მეთორმეტედ შეეცდებიან, მრავალფეროვანი პროგრამით საქართველოს კულტურული პოტენციალი კიდევ უფრო თვალსაჩინო და პოპულარული გახადონ.

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა 15 სპექტაკლს აერთიანებს. წარმოდგენილი იქნება ქართული ნამუშევრებიც. მაყურებელი ბოლო დროის არაერთ გახმაურებულ სპექტაკლს ნახავს.