თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის ხუთეულში

15:30, 12.03.2025

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის ხუთეულში დასახელდა – საუბარია 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე აეროპორტებზე. საავიაციო ფორუმი სევილიაში 9 აპრილს ჩატარდება. დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება.

ხუთეულში მოხვდა ბრემენის, კორფუს, ლონდონისა და ვილნიუსის აეროპორტები. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

 

მსგავსი