თბილისის სადავო გენგეგმა

დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გაირკვეს, ექნება თუ არა თბილისს დედაქალაქის განვითარების რიგით მეხუთე გენერალური გეგმა.

მასშტაბური დოკუმენტი, რომელზეც ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2015 წლიდან მუშაობდა, სადავო ხდება. თბილისის მერიის ახალ მთავრობას კონცეფციის ავტორებთან რამდენიმე საფუძვლიანი შენიშვნა აქვს.

მხარეებს შორის ურთიერთობის გასარკვევად ახლა სამი გზა არსებობს: დედაქალაქის მთავრობის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდა, ამ ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრება, ან მორიგება. სხვა შემთხვევაში დოკუმენტი, რომელშიც მერიას უკვე ორი მილიონი ლარი აქვს გადახდილი, შესაძლოა, მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს.