თბილისის საბალეტო ფესტივალი 23 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის საბალეტო ფესტივალი 23 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 ახალი პროგრამით, იტალიური ქორეოგრაფიული დასი Spellbound და მსოფლიო ბალეტის მოწვეული ვარსკვლავები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი სამ სპექტაკლს წარმოადგენს – კლასიკურ ბალეტებს „მძინარე მზეთუნახავი“ და „რომეო და ჯულიეტა“ და მოწვეული ქორეოგრაფის, მედი ვალერსკის მიერ სპეციალურად ქართული დასისთვის დადგმულ ერთმოქმედებიან ბალეტს.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციას.

ფესტივალი პროექტის „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ეწყობა და წელს მეორედ ტარდება.