თბილისის საარქივო ფილმების ფესტივალი

უნიკალური კინომემკვიდრეობა საფესტივალო პროგრამით იქნება წარმოდგენილი.

თბილისი საარქივო ფილმების პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. პროგრამა ქართულ და კიდევ 11 ქვეყნიდან ჩამოტანილ უძველეს ფილმებს აერთიანებს. საუბარია 1895-1960-იან წლებში შექმნილ იმ დოკუმენტურ, მხატვრულ და ანიმაციურ ნამუშევრებზე, რომელთა ნახვა მხოლოდ საარქივო ფონდებშია შესაძლებელი.

ფესტივალს ხუთ ოქტომბერს პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გახსნის. ჯამში აუდიტორია 80-მდე ნამუშევარს იხილავს. საარქივო ფილმების ფესტივალი ეროვნულ არქივში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.