თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს მასპინძლობს
5-დან 19 ივლისის ჩათვლით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა და წელს უკვე მეშვიდედ ტარდება, პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბით“ გაიხსნა. საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სოლისტები და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები.
რა პროგრამა ელოდება მაყურებელს წლევანდელ საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე.