თბილისის ოპერის თეატრში, თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო  გაიმართება

თბილისის ოპერის თეატრში, ქართველი ტენორის, თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო  გაიმართება. სხვადასხვა წლებში, თეიმურაზ გუგუშვილი საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდებებით არის დაჯილდოებული.

თეიმურაზ გუგუშვილი არაერთხელ წარდგა უცხოელი მსმენელის წინაშე: დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ოპერის თეატრების სცენაზე.

მომღერლის  რეპერტუარი მოიცავს არაერთ პარტიას სხვადასხვა ოპერიდან, მათ შორის არის: „სევილიელი დალაქი“, „რიგოლეტო”, „აიდა“, „დონ კარლოსი“, „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“ და „მთვარის მოტაცება“.