თბილისის ნოტა და მიმართვა გერმანიის საგარეო უწყებას 

21:23, 08.04.2026

ოფიციალური თბილისი ბერლინისგან პასუხს ელოდება.

საქართველოს ხელისუფლებას გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამო კითხვები აქვს. მითითებულ ვებ-გვერდზე ჩვენი ქვეყნის შესახებ მონაცემებში საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, საგარეო საქმეთა მინისტრად კი მაკა ბოჭორიშვილის წინამორბედი – ილია დარჩიაშვილი. მმართველი გუნდი მონაცემების განახლებას ითხოვს. ბოლო პერიოდში საქართველოში გერმანიის ელჩთან დაძაბული ურთიერთობის, დიპლომატის კონსულტაციაზე გაწვევის და „ქართული ოცნებისადმი“ მისი კრიტიკული გზავნილების გათვალისწინებით მმართველი პარტიის წევრებს გარკვეული ეჭვები აქვთ. ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო უწყებას ნოტა გაუგზავნა, იყო მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარისგანაც, თუმცა მიმართვები რეაგირების გარეშე დარჩა.

ტექნიკური ხარვეზი თუ ხელისუფლების ლეგიტიმაციის არ აღიარება – სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.

მსგავსი