თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი
ამ წუთებში „შერატონ მეტეხი პალსში“ თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი მიმდინარეობს. პრაქტიკული ხასიათის კვლევითი კონფერენცია ნეიტრალიტეტის სფეროს საერთაშორისო მკვლევრებსა და გეოპოლიტიკის ანალიტიკოსებს აერთიანებს. ღონისძიებაზე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში ნეიტრალიტეტის პერსპექტივებს, რისკებსა და შესაძლებლობებს. ღონისძიება ორგანიზებულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა“ და Neutrality Studies-თან თანამშრომლობით.